გერმანიაში ახალგაზრდების ნახევარზე მეტი განათლების მიღების გზად პროფესიულ განათლებას ირჩევს. პროფესიული განათლება საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს გერმანულ საზოგადოებაში და მიმზიდველობით ის წინ უსწრებს საუნივერსიტეტო განათლებას. ამის მთავარი საიდუმლო კი ახალგაზრდების სწრაფი დასაქმებაა.
გერმანიის პროფესიულ სასწავლებლებში სწავლება დუალური მეთოდით მიმდინარეობს, რაც ერთდროულად გულისხმობს თეორიულ სწავლასა და პრაქტიკას, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს სწავლის დასრულებისას უკვე კარგად იცნობდეს იმ სფეროს, სადაც უნდა დასაქმედეს.
სწორედ დუალურ სწავლებას და დასაქმების მაღალ გარანტიას ვთავაზობთ ჩვენს სტუდენტებს, რომლებსაც კოლეჯში ჩაბარებიდან მალევე აქვთ შესაძლებლობა პრაქტიკა გაიარონ საქართველოს რკინიგზაში, რომელიც ჩვენი კურსდამთავრებულების მთავარი დამსაქმებელია.