(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების კურსზე „ტექნიკური ნახაზების მხაზველი.“
პროგრამა სრულად ფინანსდება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
რეგისტრაცია გაგრძელდება 17 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით.
სწავლა იწყება 3 აპრილს.
რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგ ბმულზე: vet.emis.ge
ტექნიკური ნახაზების მხაზველის პროფესიული მომზადების პროგრამა ითვალისწინებს სფეროში არსებული კადრების მომზადებას დროის მოკლე პერიოდში. პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს აღნიშნული მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების ჩამოყალიბებას და გაუმჯობესებას.
პროგრამის ხანგრძლივობა: 9 კვირა.
დაშვების წინაპირობა:
• სრული ზოგადი განათლება; პროფესიულ მომზადების პროგრამაზე სწავლა ფინანსდება სრულად პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, აქედან გამომდინარე ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა ისწავლოს უფასოდ! აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
• გეომეტრიული ფიგურების ორთოგონალური გეგმილების დახასიათება;
• გეგმიური ნახაზის აგება;
• ნახაზის აგების პროცესის აღწერა;
• ნახაზის რედაქტირება;
• ნახაზის ანოტირება, სტილების შექმნა;
• ფაილებზე სხვადასხვა სახის მოქმედებები;
• საპროექტო დოკუმენტაციის ფორმირება. მოკლევადიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 598 41 11 42;
Email: info.rtc2016@gmail.com;
WEB: rtc.edu.ge
მისამართი: თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191.