ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის
კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე „არგონ–რკალური
შემდუღებელი".
პროგრამა სრულად ფინანსდება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
რეგისტრაცია გაგრძელდება 30 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით.
სწავლა იწყება 23 დეკემბერს.
რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგ ბმულზე: vet.emis.ge
არგონ-რკალური შემდუღებლის პროფესიული გადამზადების პროგრამა ითვალისწინებს სფეროში
არსებული კადრების გადამზადებას დროის მოკლე პერიოდში. პროგრამა შემუშავებულია
შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს აღნიშნული მიმართულებით
საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას, რაც საჭიროა კვალიფიციური
არგონ-რკალური შემდუღებლის გადამზადებისთვის.
პროგრამის ხანგრძლივობა:
12 კვირა.
დაშვების წინაპირობა:
- სრული ზოგადი განათლება;
- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა
No IV - 100/ა“, ჯანმრთელობის
დამადასტურებელი ცნობა; - შემდუღებლის კომპეტენციის დამადასტურებელი
დოკუმენტი ან სამუშაო ცნობა.
პროფესიულ გადამზადების
პროგრამაზე სწავლა ფინანსდება სრულად პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, აქედან გამომდინარე
ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა ისწავლოს უფასოდ!
აღნიშნული პროგრამის
ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
- მასალების დაჭრის პროცედურების გამოყენება შედუღების პროცესისთვის მზადებაში;
- კომპონენტების მომზადება შედუღების პროცესისთვის;
- გადასატანი თერმული და აირული დანადგარებით მასალის დაჭრა;
- მშრალი ჰიპარბარიული შედუღების პროცედურების ჩატარება;
- მშრალი ჰიპარბარიული შედუღების მეთოდების სპეციფიკაციების გამოყენება;
- მშრალი ჰიპარბარიული შედუღების ტექნიკის გამოყენება;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 551 224 225
Email: info.rtc2016@gmail.com;
WEB: rtc.edu.ge
მისამართი: თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191