(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიანი მომზადების პროგრამაზე „ელექტრო შემდუღებელი".
პროგრამა სრულად ფინანსდება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
რეგისტრაცია გაგრძელდება 30 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით.
სწავლა იწყება 23 დეკემბერს.
რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგ ბმულზე: vet.emis.ge
შემდუღებლის პროფესიული მომზადების პროგრამა ითვალისწინებს სფეროში
არსებული კადრების მომზადებას დროის მოკლე პერიოდში. პროგრამა შემუშავებულია
შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს აღნიშნული
მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების შეძენას და გაუმჯობესებას, რაც
საჭიროა კვალიფიციური ელექტრო შემდუღებლის მომზადებისთვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 11 კვირა.
დაშვების წინაპირობა:
1. სრული ზოგადი განათლება;
2. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა No IV - 100/ა“, ჯანმრთელობის
დამადასტურებელი ცნობა.
პროფესიულ მომზადების პროგრამაზე სწავლა ფინანსდება სრულად პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, აქედან გამომდინარე ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა ისწავლოს უფასოდ!
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
- პლაზმური აირის ჭრის მოწყობილობების გამოყენება მასალების დასაჭრელად და ფორმის მისაცემად;
- მეტალის აქტიური აირით (MAG) და მეტალის პასიური აირით (MIG) შედუღების
ტექნიკების გამოყენება; - გადასატანი თერმული და აირული დანადგარებით მასალის დაჭრა;
- მეტალის აქტიური აირით (MAG) და მეტალის პასიური აირით (MIG) შედუღების
ტექნიკებისთვის საჭირო მოწყობილობების გამოყენება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 551
224 225
Email: info.rtc2016@gmail.com;
WEB: rtc.edu.ge
მისამართი: თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ,
Tbilisi, Georgia, 0191