ჩვენი კოლეჯის წარმომადგენლები რეკრუტირებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს 9 ქალაქში, სადაც ისინი შეხვდნენ სკოლის მოსწავლეებს. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში კოლეჯის წარმომადგენლებმა მომავალ თაობას გააცნეს ინფორმაცია როგორც კოლეჯის, ასევე დუალური სწავლების მეთოდოლოგიის უპირატესობების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლების მეთოდებისა და პირობების და რაც მთავარია სამომავლოდ გარანტირებული დასაქმების შესახებ.