უახლოეს პერიოდში გამოცხადდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საშემოდგომო მიღება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საშემოდგომო მიღების და რეგისტრაციის ვადების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ფეისბუქ გვერდზე და ოფიციალურ ვებგვერდზე
ამასთან, 2019 წლის 5 ოქტომბერს 12:00 საათზე ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართება ღია კარის დღე, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ კოლეჯის ინფრასტრუქტურა, გაეცნონ კოლეჯში სწავლის პირობებს, პროფესიულ პროგრამებსა და დასაქმების პერსპექტივებს, გთხოვთ მობრძანდეთ.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი 2019 წლის საშემოდგომო მიღებას აცხადებს შემდგომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
✅ რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე;
✅ რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი, სწავლის ხანგრძლივობა 22 თვე;
✅ რკინიგზის ელექტრო მომარაგება, სწავლის ხანგრძლივობა 22 თვე;
✅ სავაგონო მეურნეობა, სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე;
✅ სარკინიგზო გადაზიდვები, სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე;
✅ რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება, სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე;
✅ რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა, სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე;
✅ სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე;
✅ მეჩარხე, სწავლის ხანგრძლივობა 16 თვე;