დღეს, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერმა შოთა მარგიშვილმა, ადმინისტრაციულ თანამშრომლებთან ერთად #220-ე საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები გაეცნენ კოლეჯის შესახებ ინფორმაციას, არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებს.
შეხვედრის ბოლოს, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხი. მათ ასევე ინფორმაცია მიეწოდათ ღია კარის დღის შესახებ, რომელიც ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, 17 ივნისს 12 საათზე გაიმართება.
მსგავსი სახის შეხვედრების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.