USAID და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი იწყებენ პარტნიორობას რკინიგზის ინდუსტრიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეგიონებში განხორციელების მიზნით
სამტრედია, საქართველო, 2023 წ. 22 ნოემბერი – USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა,სს საქართველოს რკინიგზის დირექტორმა დავით ფერაძემ,განათლების ხარისხისგანვითარების ეროვნულიცენტრის პროფესიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანი დალაქიშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა კახაბერ თხინვალელმა და რკინიგზისკოლეჯის დირექტორმა მანანა მოისწრაფიშვილმა მონაწილეობა მიიღეს პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაში, რომელიც გაფორმდა USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის და რკინიგზის ტრანსპორტის კოლეჯის თანამშრომლობის ფარგლებში. პარტნიორობა ითვალისწინებს მნიშვნელოვანი პროექტის "რკინიგზის ინდუსტრიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება რეგიონებში პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის მიზნით" განხორციელებას სამტრედიასა და თეთრიწყაროში.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი-სა და USAID-ის პროგრამას ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში ჯამურად 239 305 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის განხორციელებას მხარს უჭერენ სს „საქართველოს რკინიგზა“, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა,“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პროფესიული უნარების სააგენტო.
პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროსა და სამტრედიაში, როგორც საქართველოს რკინიგზის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს და საკვანძო რეგიონებში, მოეწყობა ინოვაციური ჰიბრიდული სასწავლო ცენტრები თანამედროვე აღჭურვილობით. ცენტრების მაღალი ხარისხით მომსახურებისთვის სპეციალური პროგრამებით გადამზადდებიან ადმინისტრაციული პერსონალი, პროფესიული განათლების მასწავლებლები და საწარმოს ინსტრუქტორები. სამტრედიის ჰიბრიდულ სასწავლო ცენტრში სარკინიგზო ინდუსტრიის გრძელვადიან საკვალიფიკაციო და მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროფესიულ პროგრამბზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა გაუჩნდებათ დასავლეთ საქართველოში მაცხოვრებელ მოსახლეობას, ხოლო თეთრიწყაროს ჰიბრიდული სასწავლო ცენტრი კი მოემსახურება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს სს საქართველოს რკინიგზასთან ერთად, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით, რაც კურსდამთავრებულების დასაქმებისა და კარიერული ზრდის გარანტიებს იძლევა
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პრიორიტეტია მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა, შესაბამისად, მათ აქვთ მზაობა და USAID-ის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტი აძლევთ შესაძლებლობას გააფართოვონ კოლეჯის მომსახურების საზღვრები, დაამყარონ მჭიდრო კომუნიკაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, გამოავლინონ ის საჭიროებები, რაც მათ ბენეფიციარებს გააჩნიათ და კოლეჯის სპეციფიკის გათვალისწინებით ჰიბრიდული სასწავლო ცენტრები გამოიყენონ რეგიონების მოსახლეობის უნარების გაზლიერებისა და დასაქმებისთვის ხელშეწყობისთვის.
ინოვაციური მიდგომების შექმნას და კავშირების გაძლიერებას პროფესიულ უნარების სწავლებასა და მაღალანაზღაურებად დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას.
USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის”($24 მილიონი აშშ დოლარი) მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას,კერძო სექტორთან თანამშრომლობით სატრენინგო პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის ზრდადი სექტორებისთვის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სამუშაოს მაძიებლებისთვის.აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პროგრამამ უკვე გააფორმა57 პარტნიორობა დამსაქმებლებთან,რომლებიც მოღვაწეობენ ტრანსპორტის, სამშენებლო, ლოჯისტიკის,საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების,ჯანდაცვის, სტუმარმასპინძლობის,მომსახურების და სხვა სწრაფად მზარდ სექტორებში.პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების შედეგად,4,800 პირი ჩაერთვება მომზადება-გადამზადების პროგრამებში;სულ მცირე, 3,840 პირი დასაქმდება ან გაიუმჯობესებს სამუშაო პირობებს.დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/USAIDSkillsProgram
USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: 1992 წლიდან, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ამერიკელი ხალხი, მხარს უჭერს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის მშენებლობაში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა,დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერაება, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება,მზარდი სოციალური ინტეგრაცია.. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia