დღეს, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, გაიმართა სემინარი თემაზე „ქალთა უფლებები გენდერული გამოწვევების წინაშე“, რომელსაც უძღვებოდა მოწვეული ფსიქოლოგი, მარიამ ტუსიაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული სტუდენტები.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა იმსჯელეს ძალადობის ფორმებზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და გენდერულ თანასწორობაზე. ნაჩვენები იქნა რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული არაერთი ვიდეორგოლი ქალთა მიმართ ძალადობაზე. ამასთან, ისაუბრეს თითოეული მათგანის როლზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.