დღეს, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ პედაგოგებთან ირმა გურასპაშვილთან და ელდარ არაბულთან ერთად. მათ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააცნეს ინფორმაცია პრეზენტაციის სახით კოლეჯის შესახებ, წარუდგინეს არსებული საგანმანათლებლო პროგრამები და ისაუბრეს დასაქმების შესაძლებლობების თაობაზე.
შეხვედრის ბოლოს, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხი. მათ ასევე კოლეჯის გაცნობითი ტურიც ჩაუტარდათ ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მადლობას უხდის სტუმრებს დაინტერესებისა და სტუმრობისთვის.