"ვარდისფერი ოქტომბრის"
კამპანიის ფარგლებში ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის
კოლეჯში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. კოლეჯმა
უმასპინძლა EUROPA DONNA GEORGIA-ს წარმომადგენლებს, რომლებმაც პროფესიულ სტუდენტებსა და თანამშრომლებს მიაწოდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ.
"ვარდისფერი ოქტომბერი"
წარმოადგენს საერთაშორისო კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს მასშტაბით
და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ძუძუს კიბოს შესახებ. კამპანია
განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დაავადების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობაზე
და პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე.
სარკინიგზო ტრანსპორტის
კოლეჯი, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, აქტიურად უჭერს მხარს მსგავს საგანმანათლებლო
ინიციატივებს და ხელს უწყობს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. შეხვედრის
მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია დაავადების პრევენციის, სკრინინგის პროგრამებისა
და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ.
კოლეჯი მადლობას
უხდის EUROPA DONNA GEORGIA-ს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და გამოხატავს მზაობას მომავალში მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებების
ჩატარებისთვის.