ათასწლეულის გამოწვევისა და გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის თანამშრომლობით დაწყებულ საინფორმაციო კამპანიის „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ ფარგლებში, პირველი ღია კარის დღე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, გუდავაძე პატარკაციშილის ფონდის გენერალური დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, სს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ჯორბენაძე, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები და კოლეჯის ადმინისტრაცია.
მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჩავრთულიყავით ასეთ შესანიშნავ კამპანიაში და მონაწილეობა მიგვეღო პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირებისთვის ცნობიერების გაზრდაში.
ვიწვევთ ხარისხიანი განათლების მიღებისა და გარანტირებული დასაქმების მსურველებს!
რეგისტრაცია გრძელდება 20 აგვისტოს ჩათვლით!