ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ,,რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა“, ,,სავაგონო მეურნეობა“, ,,რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება“ და ,,ლოკომოტივის მართვა“, საკვალიფიკაციო გამოცდის თეორიული ნაწილი ჩატარდება ა.წ. 5 მარტს, პარასკევს.
საკვალიფიკაციო გამოცდის პრაქტიკული ნაწილი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ,,რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა“ და ,,სავაგონო მეურნეობა“, ჩატარდება ა.წ. 9 მარტს, სამშაბათს, ქ. ხაშურის უღელტეხილის სალიანდაგო სამმართველოსა და ქ. ხაშურის სავაგონო დეპოში.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ,,რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება“ ჩატარდება სადგურ თბილისის სატვირთოში და ,,ლოკომოტივის მართვა“ საკვალიფიკაციო გამოცდის პრაქტიკული ნაწილი წარიმართება ა.წ. 10 მარტს, ოთხშაბათს, ქ. თბილისის სალოკომოტივო დეპოს ფილიალ მგზავრთა გადაყვანაში
#პროფესიულიგანათლება
#დუალურიპროფესიულიგანათლება