კოლეჯში მიმდინარეობს რეგისტრაცია პროფესიული მომზადების პროგრამაზე “საოფისე საქმე”!
პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს, შეისწავლოს საქმის წარმოება პროფესიონალურ დონეზე და გამოიმუშაოს საოფისე უნარები.
პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური ადმინისტრაციული დამხმარე პერსონალი, რომელიც შეძლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ოფისის საქმის წარმოებას, კორესპონდენციის, რეესტრის, სარეგისტრაციო ჟურნალებისა და დოკუმენტბრუნვის წარმოებას საკანონმდებლო აქტების გამოყენებით.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს და შესაძლებლობა მიეცემა დასაქმდეს საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში ოფისის მენეჯერად, ხელმძღვანელის თანაშემწედ, მდივნად. დოკუმენტაციის წარმოებასა და გარკვეული ორგანიზაციული ქვედანაყოფების ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტად და დამხმარე მუშაკად.
სწავლის საფასური: 250 ლარი
სწავლის ხანგრძლივობა: 8 კვირა
რეგისტრაცია დასრულდება 27 ოქტომბერს!
იჩქარე! დარეგისტრირდი! დაეუფლე პროფესიას!