ა(ა)იპ სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯში გამოცხადებულია სტუდენტთა საგაზაფხულო მიღება რკინიგზის ლიანდაგის
მშენებლის მესამე საფეხურის პროფესიულ პროგრამაზე, რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგის
მესამე საფეხურის პროფესიულ პროგრამაზე და რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის
მეოთხე საფეხურის პროფესიულ პროგრამაზე.
საბუთების მიღება
მიმდინარეობს და მთავრდება 22 აპრილს.
იჩქარე! დარეგისტრირდი! გახდი სარკინიგზო ტრანსპორტის
კოლეჯის სტუდენტი და საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი!
ჩვენ გთავაზობთ
ევროპული ხარისხის პროფესიულ განათლებას სწავლების დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული
სწავლება) მეთოდით განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო გარემოში და პროფესიონალი
პედაგოგების გუნდის მონაწილეობით დასაქმების 100%-იანი გარანტიით!
ჩვენი სტუდენტი
სწავლის პერიოდშივე გახდება სს საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი!
სარკინიგზო ტრანსპორტის
კოლეჯის გუნდმა საქართველოს მასშტაბით ჩაატარა სტუდენტთა რეკრუტირება. ეწვია სკოლებს
ხაშურში, სამტრედიაში, ფოთში, ბათუმში, ახალციხეში, გარდაბანში და თბილისში. გააცნო
ახალგაზრდებს კოლეჯის მისიისა და ხედვის, დამფუძნებლების, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის
გრანტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის მნიშვნელობისა და რეალურად მიღწეული
შედეგების შესახებ, აუხსნა ახალგაზრდებს პროფესიული განათლების მნიშვნელობა მომავალი
პერსპექტიული კარიერული დაგეგმარებისთვის, სწავლის სიცოცხლის მანძილზე განხორციელებისა
და კოლეჯისა და სს საქართველოს რკინიგზის თანამშრომლობის ფორმატი სწავლებასა და კურსდამთავრებულთა
დასაქმებაში.
რეგისტრაციისა
და დაწვრილებით პროფესიების შესახებ მობრძანდით სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, მისამართზე:
ქ. თბილისი, თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ. ნაკვეთი 01/10
(თბილისის ზღვის ასახვევთან).