ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სწავლა დაიწყო მოკლევადიან
გადამზადების კურსზე - „არგონ რკალური შემდუღებელი“. აღსანიშნავია, რომ
აღნიშნული კურსი სრულადაა დაფინანსებული პროფესიული უნარების სააგენტოს
მიერ. მსმენელებმა შერჩევის ეტაპზე გაიარეს გასაუბრება და დარგის
სპეციალისტთან ერთად პრაქტიკული უნარების მოსინჯვა.
პროგრამა
ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით კოლეჯის ბაზაზე
არსებულ თანამედროვედ აღჭურვილ ლითონდამამუშავებელ საამქროში.
მნიშვნელოვანია, რომ კურსდამთავრებულებს მიეცემათ შანსი შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ ლეგალურად დასაქმდნენ საფრანგეთში.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდებს!