დღეს, ა(ა) იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ფრანგული კომპანია "სერაფ გრუფი"-ს, საფრანგეთის საელჩოს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მასპინძლობდა.
ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა და განახორციელეს მოკლევადიანი გადამზადების პროგრამის "არგონ-რკალური შემდუღებლის" მონიტორინგი.
პროგრამა პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მსმენელებს ცოდნისა და უნარების განახლების შესაძლებლობას აძლევს. კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი და დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში, რაც განისაზღვრება საქართველოსა და საფრანგეთს შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. პროგრამის მიზანია გადაამზადოს მსმენელი არგონ-რკალური (TIG) შედუღების სპეციალისტად.
ოფიციალური ვიზიტი ორ დღეს გასტანს