1 დეკემბერს მილიონობით ადამიანი ერთიანდება, რათა გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
კოლეჯში ჩატარდა საჯარო ლექცია „შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ“
აღნიშნული ლექციის მიზანი იყო სტუდენტებისა და დამსწრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დახმარება გაეცნობიერებინათ შიდსთან დაკავშირებული საფრთხეები და ჰქონდათ სწორი ინფორმაცია მასთან ბრძოლის საშუალებების შესახებ.
ლექციას გაუძღვა პროფესიული განათლების მოდულის "მეცნიერება და ტექნოლოგიები(ბიოლოგია)“ მიმართულებით, მასწავლებელი მირანდა მუმლაძე.