ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სტუდენტებთან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (გაეროს მიგრაციის სააგენტო) გამართა საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება მიგრაციის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: იმიგრაცია და საზღვრის მართვა, თავშესაფრის მოთხოვნა, მიგრანტების დაცვა და დახმარება, მიგრანტთა ჯანმრთელობის დაცვა, შრომითი მიგრაცია და ა.შ.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ხელს უწყობს მეტად უსაფრთხო და ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.