ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი უერთდება აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს და აღნიშნულ საკითხზე, დღეს, 2 აპრილს, სტუდენტების, ადმინისტრაციის წევრებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.
ლექციას გაუძღვა MA, BCBA, IBA - თბილისის აუტიზმის ცენტრ - პირამიდას სუპერვაიზერი ქეთევან ოქროპირიძე - ამერიკის და საერთაშორისო ბორდის მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი.
მნიშვნელოვანია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ხელს უწყობს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების ჩამოყალიბებას.