ა(ა)იპ
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს ესტუმრა სს „საქართველოს რკინიგზა“-ს ადამიანური რესურსების
მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსი ქალბატონი მარიკა გაბელაია. შეხვედრას
ესწრებოდნენ პროფესიული საგანამნათლებლო პროგრამების - „ლოკომოტივის მართვისა“ და
„რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობა“ - პროფესიული სტუდენტები. შეხვედრის მთავარ
მიზანს წარმოადგენდა მათი მეტად ინფორმირებულობა სს „საქართველოს რკინიგზაში“ დასაქმების
პერსპექტივებსა და კარიერულ ზრდაზე.
შეგახსენებთ,
რომ ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ორიენტირებულია სარკინიგზო ინდუსტრიისთვის
კვალიფიციური კადრების მომზადებასა და სრულიად საქართველოს მოქალაქეებისთვის სარკინიგზო
ინდუსტრიის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროგრამებს ახორციელებს
დამფუძნებელ კომპანიასთან სს ,,საქართველოს რკინიგზასთან" ერთად სწავლების დუალური
მიდგომით.