ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ა.წ. 26-დან 29 ნოემბრის ჩათვლით იწარმოებს
საშემოდგომო მიღებაზე ჩაირცხული პროფესიული სტუდენტების დოკუმენტაციის მიღება და ხელშეკრულებების
გაფორმება.
მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება შერჩეული
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის ბრძანების
გამოცემა.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის შინაგანაწესის
მიხედვით, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაციაა:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ორი
ფერადი
ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე და
ელექტრონულად დისკზე ჩაწერილი;
გ) განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის დედანის (ზოგადი განათლების
ატესტატის) ნოტარიალურად დამოწმებული ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის
დედანის
ნოტარიალურად
დამოწმებული ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის
დაძლევის გარეშე. (შესაბამისი უმაღლესი
განათლების დიპლომი)
სწავლა კოლეჯში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის
დაიწყება 2018 წლის 3 დეკემბერს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მობრძანდით ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, მისამართზე:
ქ. თბილისი,თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ. ნაკვეთი 01/10 (თბილისის ზღვის ასახვევთან)