ა(ა)იპ
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 2019 წლის 6 და 7 თებერვალს გაიმართა რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობის და რკინიგზის ლიანდაგის
მონიტორინგის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკის ინსტრუქტორების ტრენინგი.
პრაქტიკის
ინსტრუქტორები გაეცნენ პროფესიული სტუდენტის შეფასებისა და სტატუსის მინიჭების წესით
გათვალისწინებული მოთხოვნებს, ასევე მიეწოდათ კონკრეტული ინფორმაცია სამუშაოაზე დაფუძნებული პრაქტიკული კომპონენტის ათვისების დროს მათი მოვალეობებისა
და პასუხისმგებლობების შესახებ.
გადაეცათ
ყოველდღიური ჩანაწერების და პრაქტიკის ინსტრუქტორის პროფესიული სტუდენტის საქმიანობაზე
დაკვირვების დღიურის ფორმები.