საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა და 2015 წლის 04 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაარსდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ახალი კადრების მოდულური პროფესიული პროგრამებით მომზადება დარგში დანერგილი ახალი ტექნოლოგიებისა და სიახლეების გათვალისწინებით. ასევე, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების გადამზადების უწყვეტი პროცესის განხორციელება.