სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, დეტალურად გაეცნენ კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიდგომებს, დაინტერესდნენ მომავალში დასამატებელი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალით, მათი შერჩევის მექანიზმით და განხორციელების მზაობით.
მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე, პროფესიული განათლების მასწავლებელთა მოტივაციაზე და პროფესიულ სტუდენტთა აქტივობებზე. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა და დირექტორმა ისაუბრეს მომავალში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ კოლეჯის სირთულეებისა და გამოწვევების შესაბამისად.